რეზონანსი
(28.10.2026)

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ტაშკენტის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და შესაბამისი კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. 

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე