რეზონანსი
(28.10.2026)

კაცი, რომელმაც 24 წლის გურამ ბოიკო ძმის ქორწილში მოკლა, სიღნაღში დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.

როგორც გარდაცვლილის დეიდა, ფაინა ბოიკო "პალიტრავიდეოსთან" ინტერვიუში ამბობს, ბრალდებული მამაკაცი ქორწილში სტუმარი იყო, თუმცა ბრალდებულის ვინაობის გამხელისგან ოჯახი თავს იკავებს.

"გუშინ შვილმკვდარი დედა ჩვეულებრივ მკვდარი ვიხილე იმ განსხვავებით, რომ შვილი სასახლეში იწვა და დედა ზემოდან. გაიყინები ისეთი ამბავია," - ამბობს ახლობელი.

"მხოლოდ ის ვიცით რომ მკვლელი დააკავეს, ძალიან მძიმე წუთებია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მკვლელის ბედი როგორ განვითარდება. მხოლოდ ის ვიცით, რომ სამართალი იზეიმებს. სტუმარი იყო ქორწილში დაპატიჟებული, თან ჰქონდა დანა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ქორწილში წახვიდე და თან დანა წაიღო," - ამბობს გარდაცვლილის დეიდა.

შემთხვევა რესტორან "ლისი მერესთან" გუშინ მოხდა.

წყარო: palitravideo.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე