რეზონანსი
(29.10.2026)

იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ე.წ. ქურდულ შეკრებას, რომლის დროსაც 8 ქართველი „კანონიერ ქურდად“ აკურთხეს, ილია სიმონია, მეტსახელად „მახო“, ესწრებოდა. მას ცნობილი „კრინიმალური ავტორიტეტის“ „იაპონჩიკის“, მკვლელობისთვის ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

„იაპონჩიკი“, რომელსაც „რუსული მაფიის მეფედ“ მოიხსენიებდნენ, „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა და ე.წ. სლავ კანონიერ ქურდებს შორის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა.

გამოცემის შეფასებით, რომში გამართულ შეკრებაში სიმონიას მონაწილეობა შესაძლოა სლავი „კანონიერი ქურდების“ მისამართით ერთგვარ გზავნილად აღიქმებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე