რეზონანსი
(30.10.2026)

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, მარიანა შეყელაძე გარდაიცვალა.
გოგონას გარდაცვალების შესახებ, მისი მასწავლებელი, ნატო ქვრივიშვილი წერს.
"მე და შენ 9 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მარტო მოსწავლე და მასწავლებელი ხომ არა, ჩვენ მეგობრებიც ვიყავით! რა გაუსაძლისია შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი! იქ შენს მამიკოს გაახარებ, აქ კი უამრავი ადამიანი გულმოკლული დატოვე!
შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა! შენს ჯგუფში ბავშვები შენს ადგილას არ სხდებოდნენ, ეს მარიანას ადგილიაო! ყოველ გაკვეთილზე გეძახდით და გამხნევებდით! ჯიუტად ბოლომდე გვჯეროდა რომ დაგვიბრუნდებოდი! ახლა რა ვქნათ? როგორ გავაგრძელოთ?"- წერს პედაგოგი.
top news
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


