რეზონანსი
(01.11.2026)

ქარ­თულ სა­მე­ფო ოჯახ­ში ზე­ი­მია. რო­გორც ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი წერს, მისი ძმა და ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა და­ქორ­წინ­დნენ.

“ჩემი ძმა ზუ­რა­ბი და ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა და­ქორ­წინ­დნენ.

2026 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, წმინ­და პეტ­რეს ტა­ძარ­ში შედ­გა ჯვრის­წე­რის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით შეს­რულ­და.

“სა­დაც არის ბედი შენი, იქ მი­გიყ­ვანს ფეხი შენი“ - ეს ქარ­თუ­ლი გა­მოთ­ქმა თით­ქოს ზუს­ტად აღ­წერს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო დი­ნას­ტია ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რა.

წყვი­ლის ის­ტო­რია ხუთი წლის წინ, თბი­ლის­ში და­ი­წყო. მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2021 წელს ჩა­მო­ვი­და. სწო­რედ თბი­ლის­ში შედ­გა ზუ­რა­ბი­სა და ლა­ტას პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. მათი ნაც­ნო­ბო­ბა მა­ლე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­გობ­რო­ბა­სა და დიდი სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე სა­ჯა­როდ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რაც ლიხ­ტენშტე­ი­ნის სა­მე­ფო სახ­ლის დი­ნას­ტი­ურ წე­სებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ქორ­წი­ნე­ბას წინ უძღო­და შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მათ შო­რის ზუ­რა­ბის პი­რა­დი შეხ­ვედ­რა ლიხ­ტენშტე­ი­ნის მო­ნარ­ქთან, მისი უმაღ­ლე­სო­ბა პრინც ჰანს-ადამ II-სთან, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტას ბი­ძაა.

იო­ა­ნეს­თვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ყვე­ლა ამ ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა წარ­გვედ­გი­ნა მისი უწ­მინ­დე­სო­ბა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შიო III-სთვის.

ლატა ჩემი მე­უღ­ლის, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ნა­თე­სა­ვია ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის ბურ­ბო­ნე­ბის, ჰაბსბურ­გე­ბის და ბა­ვა­რი­ის ვი­ტელსბა­ხე­ბის მხრი­დან. იგი არის პრინ­ცი გუნ­და­კარ ლიხ­ტენშტე­ი­ნი­სა და საფ­რან­გე­თის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მავ­ლის, პრინ­ცე­სა მარი დ’ორ­ლე­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი.

დღეს ვე­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ზე­იმ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი შეხ­ვედ­რაც გახ­და.

ვუ­ლო­ცავ მთე­ლი გუ­ლით, ბედ­ნი­ე­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყისს.

უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, მათ მე­გობ­რებს და ჩვენს ძვირ­ფასს სტუმ­რებს ვე­ნა­ში ჩა­მობ­რძა­ნე­ბის­თვის და ამ უძ­ვირ­ფა­სე­სი დღის ასე გა­ლა­მა­ზე­ბის­თვის,“ - წერს ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რებ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პრინ­ცი ხუან იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი და მისი რჩე­უ­ლი, ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი, 2018 წელს და­ქორ­წინ­დნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე