რეზონანსი
(01.11.2026)

27 ოქ­ტომ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, 5 წლის ბავ­შვი აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ნი­ელ ბა­ზა­ძე დღეს დაკ­რძა­ლეს.

მშობ­ლებ­მა "ფორ­მუ­ლას­თან“ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ახლა მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­მარ­თლის პოვ­ნაა.

მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვს მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და. ქუ­თა­ი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მებ­მა გა­სინ­ჯვის შემ­დეგ უთხრეს, რომ მას აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

მათი თქმით, ოპე­რა­ცი­ას გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ბავ­შვს სა­სუნ­თქი გზე­ბი შე­უ­შუპ­და, რის გა­მოც მისი აპა­რატ­ზე გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. თუმ­ცა, რო­გორც მშობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, ამის შემ­დეგ ბავ­შვი კვლავ კონ­ტაქ­ტუ­რი გახ­და და კლი­ნი­კა­ში სხვა­დას­ხვა კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"მი­წას უნდა მი­ვა­ბა­რო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, რო­მელ­საც სიმ­წრით ვზრდი­დი და მას­ზე ვამ­ყა­რებ­დი მთელ იმე­დებს. ახლა რა უნდა გა­ვა­კე­თო?! ეს უბ­რა­ლოდ და­უ­დევ­რო­ბის ბრა­ლია. ბავ­შვს რომ რამე სჭირ­ვე­ბო­და... თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და, საღ­სა­ლა­მა­თი. ამ დაქ­ცე­ულ ქვე­ყა­ნა­ში რა­ტომ უნდა გე­ში­ნო­დეს ადა­მი­ანს ექიმ­თან მის­ვლის და თუნ­დაც ბრმა­ნაწ­ლა­ვის ამო­ღე­ბის?

გა­და­უ­ღეს ბავ­შვს ყვე­ლა­ფე­რი, არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ აქ­ვსო. გა­უ­კე­თეს ანეს­თე­ზია, წა­მო­ი­ღო ნახ­ვე­ლი და ჯერ ერთი მილი მო­სინ­ჯეს, მე­ო­რე, მე­სა­მე და ძლივს მი­ვიდ­ნენ იმ ეტა­პამ­დე, რომ ბავ­შვის ყე­ლის შე­სა­ბა­მი­სი მილი მო­ერ­გოთ. ამა­სო­ბა­ში ყელი შე­უ­შუპ­და და აღარ შე­ეძ­ლო სუნ­თქვა, ამი­ტომ შე­ა­ერ­თეს აპა­რატ­ზე. თუ ეს სი­მარ­თლეა, უნდა თქვან. მინ­და, რომ ამ დაქ­ცე­ულ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თალს მი­ვაგ­ნო და, თუ ვინ­მე დამ­ნა­შა­ვეა ამა­ში, პა­სუ­ხი აგოს“, - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მამა.

და­ნი­ე­ლის დე­დის თქმით, ექი­მე­ბი მას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შვილ­თან შეს­ვლი­სა და მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ.

"თა­ვი­სი ფე­ხით და­დი­ო­და რენტგენ­ზე, კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე - ყვე­ლაფ­რის გა­და­სა­ღე­ბად. ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს, რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ხუთი წლის ბავ­შვთან ერთი სა­ა­თი­თაც კი არ მიშ­ვებ­დნენ. იხ­ვე­წე­ბო­და, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეო, მაგ­რამ ვერ წა­ვიყ­ვა­ნე და მკვდა­რი მო­ვიყ­ვა­ნე აქ...

27-ში, დი­ლით, დაგ­ვი­რე­კეს: თქვენს შვილს გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი აქვს და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნის­თვი­სო. ათი წუ­თიც არ იქ­ნე­ბო­და გა­სუ­ლი, რომ გა­დავ­რე­კეთ და გვი­თხრეს: ბო­დი­ში, თქვე­ნი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლაო.

მხო­ლოდ იმას ველი, რომ ვნა­ხო სა­მარ­თა­ლი და ჩემი შვი­ლის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩაგ­დე­ბის­თვის დავ­სა­ჯო ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემი ჯან-ღო­ნით სავ­სე, ხუთი წლის შვი­ლის და­ღუპ­ვა­ში“, - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დედა.

საქ­მეს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც იძი­ებს.

"და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და პა­რა­ლე­ლუ­რად სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს აწარ­მო­ებს შსს. ორი­ვე უწყე­ბას­თან აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, მი­ე­წო­დათ დო­კუ­მენ­ტა­ცია. ჯერ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის მი­ღე­ბუ­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ვა­ტა­რებთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - აცხა­დებს "ფორ­მუ­ლას­თან“ კლი­ნი­კის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი არ­მაზ ხე­ლი­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე