რეზონანსი
(01.11.2026)

სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი მოფარიკავე ჩინეთში გამართული საერთაშორისო მასტერსის გამარჯვებული გახდა. ფინალში ბაზაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სიაო ლინი 15-3 დაამარცხა.
ბოლო ერთ თვეში, სანდრომ მეორე მასშტაბური შეჯიბრება მოიგო - ცოტა ხნის წინ მან ალჟირში გამართული მსოფლიო თასის ჩემპიონობა მოიპოვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



