რეზონანსი
(01.11.2026)

პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მარინ ლე პენი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს საკითხი ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მარინ ლე პენმა პოლონეთის კრიზისის ფონზე ევროკავშირის დუმილი გააკრიტიკა და თქვა, რომ მიუღებელია, როდესაც დემოკრატიის დაცვაზე გაქვს პრეტენზია და ამავდროულად, წევრ სახელმწიფოში კონსტიტუციური ბალანსის სერიოზული საფრთხის შესახებ დუმდე.

"პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო ამჟამად განვითარებული სერიოზული მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ტრიბუნალის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების სადავო გადაწყვეტილება და ამ დაწესებულების გარშემო უსაფრთხოების ძალების მობილიზება კონსტიტუციური ინსტიტუტის იძულებით ხელში ჩაგდებას ჰგავს.

ევროკავშირის გულგრილობა და მედიის დუმილი პოლონეთის კრიზისის ფონზე საფუძვლიან კითხვებს აჩენს: შეუძლებელია, აცხადებდე, რომ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას იცავ და ამავე დროს დუმდე, როდესაც წევრ სახელმწიფოში კონსტიტუციურ ბალანსს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

კანონის უზენაესობის აღდგენა არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ იქმნებოდეს შთაბეჭდილება, თითქოს თავად ამ პრინციპის საფუძვლად არსებული წესები უგულებელყოფილია.

ევროკავშირში ასეთი გადატრიალებების მზარდი სიხშირე სერიოზულ კითხვებს აჩენს", - წერს მარინ ლე პენი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე