რეზონანსი
(08.07.2022)

პოეტი გელა დაიაური თავის უფროს, გარდაცვლილ შვილს, ფეისბუქზე, დაბადების დღეს ულოცავს.

„ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე ჩემი ტკივილის და მონატრების გამოხატვა სიტყვებით, იმდენად დიდი და მძიმეა ეს ყველაფერი... სიტყვებს ძალა არ ყოფნით ჩემი თქვენდამი მონატრების გამოსახატავად, მამის კაცო...

უბრალოდ, გილოცავ დაბადების დღეს. დემეტრე, შვილოო ... ალბათ, ასე აჯობებს...

დედა ღვთისა გფარავდეთ", - წერს გელა დაიაური.

2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავარიისას მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და - ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე