რეზონანსი
(14.07.2022)

„2023 წლამდე ვადის გადაწევა კარგი არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპარლამენტმა მოგვცა საშუალება, რომ ცაიტნოტში არ ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. იმავდროულად, „ქართული ოცნებისთვის" ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი არ არის, მათ შეუძლიათ პირველ იანვრამდე მიიღონ ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც 12- პუნქტიან გეგმაშია გაწერილი და როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ პირობების შესრულებისთანავე, ავტომატურად ხდება სტატუსის მინიჭება. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და უახლეს ვადაში პირობების შესრულების კვალდაკვალ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას, მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ მოქმედება დროული უნდა იყოს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში მკვეთრად გამოიკვეთა დეოლიგარქიზაციის ვალდებულება. დასახელდა სახელი და გვარი პირდაპირ, ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, იმ ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ გავლენას, რაც მას აქვს მმართველ პარტიაზე და მთავრობაზე. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის ევროპული მომავალი წარმოუდგენელია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი, თავის პირადი კეთილდღეობა და სტატუსი გადადოს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამით მოიპოვოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე