რეზონანსი
(16.07.2022)

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

„მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას", - წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე