რეზონანსი
(16.07.2022)

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი ავსტრიასთან გამარჯვებით გახსნა 81:65. შეჯიბრებას ახალი თბილისი არენა მასპინძლობს.

მწვრთნელის, მილოშ გლიგორიევიჩის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა და ამის შედეგი პირველივე მატჩში გამოჩნდა. საქართველომ ავსტრია უმთავრესად, გუნდური თამაშის ხარჯზე დაამარცხა.

ქართველი ახალგაზრდები კარგად გამოიყურებოდნენ დაცვაში და სწორედ ჩაჭრებისა და მოხსენების წყალობით ბევრი ქულა მოაგროვეს სწრაფი დარღვევებით.

მესამე პერიოდი ქართველთათვის მეტად შედეგიანი გამოდგა, თუმცა იყო ცუდი მომენტიც - კოჭი დაიზიანა სასტარტო გამთამაშებელი ლუკა ლიკლიკაძემ, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრების ბომბარდირი სალარიძე გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე