რეზონანსი
(20.07.2022)

ორი დღის წინ, მარნეულის სოფელ ამბაროვკიდან გოგონა იძულებით მოიტაცეს. ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, სამირა ბაირამოვამ გაავრცელა.

„შემთხვევის მოკლე ისტორია: გოგონა რომელიც მოტაცებულია 20 წლისა, მარნეულში ერთ ერთ კოლეჯში სწავლობს, მისმა ჯგუფელმა წინა დღე მიწერა, რომ გამოცდის დრო შეიცვალა და გამოცდა ხვალ არის და უნდა მოხვიდეო.

მარნეულში არ გამოვიდა მათი გეგმის შესრულება,  გოგო სოფელში რომ დაბრუნდა,  საჯარო ტრანსპორტიდან ჩამოსლისას იძულებითად მოიტაცეს“. – წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გოგონა ნაპოვნია და პოლიციის შენობაში იმყოფება.

წყარო: რადიო „ფორტუნა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე