რეზონანსი
(20.07.2022)

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უწყების ცნობით "ვაგნერის" წევრები უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობის დროს გაანადგურეს. 

ცოტა ხნის წინ, ისინი პოპასნასა და ლისიჩანსკის მიდამოებში ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

"კიდევ ერთხელ, ერთ-ერთ ფრონტზე პოზიციების მტკიცე და გაბედული დაკავებით, თანმიმდევრულობისა და მომზადების წყალობით, Wagner PMC ჯგუფი მთლიანად ლიკვიდირებული იქნა ჩვენი ბრიგადის პერსონალის მიერ" - წერს უწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე