რეზონანსი
(20.07.2022)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლევროვის თქმით, დასავლეთი ცდილობს, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით "თავის თამაშებში ჩაითრიოს".

ამასთან დაკავშირებით ლავროვმა რუსულ სახელმწიფო მედია РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენ რამდენიმე თვეა განვმარტავთ, რომ დიახ, სასუქი თავისთავად არ ექვემდებარება სანქციებს, მაგრამ ტვირთის გემით გადაზიდვის საფასური, დაზღვევა, ჩვენი გემების მიმოსვლა, რომლებიც ამ ტვირთს ატარებენ უცხოურ პორტებში და უცხოური გემების ჩვენს პორტებში შემოსვლა ტვირთის შესაგროვებლად - ეს ყველაფერი მოექცა სანქციების პირველი ან მეორე პაკეტის ქვეშ... ამიტომ, როცა თვალებში გვატყუებენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ეს არაკეთილსინდისიერია. სამწუხაროდ, სცადეს და ჯერ კიდევ ცდილობენ, გაეროს გენერალური მდივანი თავიანთ თამაშებში ჩაითრიონ", - თქვა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე