რეზონანსი
(20.07.2022)

ევროპარლამენტარების შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოშია. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და სახალხო დამცველთან.

„ევროპარლამენტარების მხრიდან იყო საუბარი, რომ ყველა პროცესი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით, რომ პროცესი მე პირადად „სტრატეგია აღმაშენებელი", სადაც წინაპირობები არის წაყენებული, რაზე იმუშავებენ და რაზე არ იმუშავებენ და რომელიც არ არის გარანტირებული პარლამენტის რეგულაციებით, რეგლამენტით, ნამდვილად ვერ მივიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ეს არ არის ის პროცესი, რომელიც შედეგზე გავა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე