რეზონანსი
(20.07.2022)

აღნიშნულის შესახებ ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა, არნოლდას პრანკევიჩუსმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

„ესეც მეშვიდე პაკეტი. ჩვენ ახლახანს დავამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ოქროს აკრძალვას, ექსპორტზე დამატებით კონტროლს, „სბერბანკის" აქტივების გაყინვას და 50-ზე მეტ ახალ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის პოლიტიკოსებს, სამხედრო მეთაურებს, ოლიგარქებს, პროპაგანდისტებს", - წერს პრანკევიჩუსი.

სანქციების მეშვიდე პაკეტი და მასში შემავალი შეზღუდვები ევროკომისიამ 15 ივლისს წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე