რეზონანსი
(21.07.2022)

იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი გადადგა. მისი განცხადება დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დააკმაყოფილა.

თანამდებობის დატოვების შესახებ დრაგიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა.

პრეზიდენტმა მას სთხოვა, რომ მოვალეობის შემსრულებლად დარჩენილი. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე