რეზონანსი
(21.07.2022)

Tbcpayments.ge ბიზნესების ცხოვრების გასამარტივებლად შეიქმნა. პლატფორმა ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი გადახდის პროდუქტები ონლაინ შეუკვეთონ  და  ონლაინ რეჟიმშივე მართონ პოს ტერმინალებსა და ელ კომერციაში გატარებული ტრანზაქციები. 

ვებ-გვერდზე ფუნქციონირებს გადახდების სივრცე, სადაც ავტორიზაციის/შესვლის შემთხვევაში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:

•  ლაივ რეჟიმში იხილონ ტრანზაქციები

•  მიიღონ ამონაწერი მათთვის სასურველ დროს

•  აწარმოონ ტრანზაქციების ანალიტიკა

•  მოითხოვონ საგადახდო პროდუქტი 

•  აღრიცხონ შემოსავლები

ვებ-გვერდზე ასევე წარმოდგენილია გადახდის პროდუქტები,  როგორც სავაჭრო, სასტუმრო და კვების ობიექტებისთვის, ისე ელექტრონულ კომერციაში ჩართული ონლაინ ბიზნესებისთვის. Tbcpayments.ge-ზე შეხვდებით გადახდის ტერმინალების უახლეს მოდელებსა და თანამედროვე, მოქნილ ონლაინ გადახდის სისტემებს, როგორიცაა: თიბისი ელ კომერცია და ბმულით გადახდა. 

გადახდის სივრცეში შესვლა მარტივად, ინტერნეტბანკის მონაცემებითაა შესაძლებელი. 

გადახდების სივრცის ფუნქციონალით  TBCPayments.ge -ზე უკვე 2500 კომპანია სარგებლობს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: tbcpayments.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე