რეზონანსი
(25.07.2022)

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განხილვის შემდეგ გადაწყდება, მისცემს თუ არა ჯანდაცვის უწყება ლიცენზიას უცხოელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთონ.

ამის შესახებ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოელი ექიმების ჯგუფს აქამდე ლიცენზიის მიცემაზე უარი უთხრეს.

„თუ საჭიროება იქნება მივცემთ(ლიცენზიას). განხილვის პროცესია და ამის მიხედვით მოვიქცევით. წინასწარ როგორ გიპასუხოთ?!"- განაცხადა აზარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე