რეზონანსი
(25.07.2022)

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძე ამბობს, რომ არახამია დაინტერესებული პირია და მას ქართული ხელისუფლებისა და სახელმწიფოს დაზიანების ინტერესი აქვს.

"გუშინწინ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ თურმე დასავლეთში უკრაინას სხვა ქვეყნებში იარაღის გაყიდვა დააბრალეს ისე, რომ მტკიცებულებები არ იყო. ქართული ანდაზა ხომ იცით: - სხვას

ორმოს ნუ უთხრი, თორემ, თავად ჩავარდებიო. ეს ანდაზა ზუსტად მათ მიესადაგებათ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველანაირი დასაბუთებულებისა და მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ცდილობდნენ, რომ საქართველოს იმიჯი მიზანმიმართულად დაეზიანებინათ, თუმცა ახლა იმის გამო აღშფოთდნენ, რომ თურმე, რაღაც ფაქტები გაჩნდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იარაღის გაყიდვაზე, რაც არის ორმაგი სტანდარტი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში არიან გარკვეული ადამიანები, ვინც საქართველოს იმიჯს მიზანმიმართულად აზიანებენ.

"სანამ ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამია არის დაინტერესებული პირი, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს - ეს არის "ნაციონალური მოძრაობისგან", რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, რომ ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს. არ ვიცი, ეს ყველაფერი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს, თუ რუსეთისას, რადგან სხვა ქვეყანა არ ვიცი, რომელსაც მოცემულ მომენტში საქართველოს იმიჯის დაზიანება უნდა. ძალიან კარგად ვიცით, მისი ახლო კავშირების შესახებ მიხეილ სააკაშვილთან. ეს ახალი არ არის. მისი პარტიის წევრიც იყო უკრაინაში. რა თქმა უნდა, შიდა ფაქტორი სახეზეა და შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ არახამიას განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაა. ამის მიღმა რა კავშირები შეიძლება ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან, ეს არის დიდი ეჭვის საგანი", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე