რეზონანსი
(27.07.2022)

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქართველი გოგოს, 24 წლის ქრისტინა თაკალანძეს, რომელიც აფხაზურმა მილიციამ "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავა, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

ცნობილია, რომ ის სოხუმის იზოლატორშია გადაყვანილი. ამ წუთებში მასთან ადვოკატი იმყოფება. 

როგორც სასამართლო პროცესზე თაკალანძემ თქვა, ის ჯაშუში არ არის და ჯაშუშობითვის განკუთვნილი არც ის ერთადერთი ფოტო ყოფილა, რომელიც აფხაზმა ე.წ. სამართალდამცველებმა მის ტელეფონში იპოვეს. 

აფხაზური მხარე კი ამტკიცებს, რომ ფოტოზე რუსული საგუშაგო ჩანდა, თაკალანძემ კი ის ქართულ დაზვერვას გადაუგზავნა, რის შემდეგაც ის უკვე აფხაზური ე.წ. მილიციის ხელში მოხვდა. 

ცნობილია, რომ სწორედ ეს მტკიცებულება წარადგინეს ე.წ. სამხედრო პროკურატურამ და რუსეთის ფსბ-ს თანამშრომლებმა. 

ქართველი გოგოს საქმეში მოწმეები არიან რუსული ფბს-ს, ასევე საგუშაგოს სამი თანამშრომელი, ორი პოლკოვნიკი და მაიორი. ცნობილია, რომ მტკიცებულებებს ერთვის აფხაზური მილიციის მტკიცებით 

ამოღებული მეხსიერების ბარათი, მოდემი, ტელეფონი, ლეპტოპი. 

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ქრისტინე თაკალანძის ოჯახის წევრები კი "ჯაშუშობის" ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ქალი გამოგონილი ბრალდებით დააკავა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე