რეზონანსი
(27.07.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შესაძლოა შეამციროს.

„გულწრფელად რომ ვთქვა, მე ეს მაწუხებს. ჩვენ გვსურს, სულ მცირე, იგივე დონის მხარდაჭერა გვქონდეს, ვინაიდან ჩემმა პირადმა ურთიერთობამ ბორის ჯონსონთან დააჩქარა ბრიტანეთის მიერ გაწეული მხარდაჭერის დონე. ბრიტანელები ლიდერები იყვნენ ასეთ მხარდაჭერაში", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინის დიდი მეგობარი" ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პოლიტიკაში თვალსაჩინო ადგილზე დარჩება.

„მე მინდა, რომ ის იყოს სადმე [ბრიტანეთის] პოლიტიკაში და შეძლოს გარკვეული თანამდებობის დაკავება. არ მინდა, რომ ის გაქრეს, მაგრამ გადაწყვეტილება ბრიტანელი ხალხის ხელშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჯონსონი რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის დადგება უკრაინის გვერდით", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე