რეზონანსი
(28.07.2022)

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

"ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ამერიკის ელჩი შეხვედრას ადასტურებს და ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში", ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან შანტაჟზე ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას," - აცხადებს ამერიკის ელჩი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე