რეზონანსი
(31.05.2023)

როგროც რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, არ მგონია სწორი, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტს გაეკეთებინა განცხადება შეწყალების თაობაზე.

"არ ველოდი და არც მგონია სწორი, რომ ამ ტრიბუნიდან პრეზიდენტს ეთქვა შეწყალების თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს რომ ის ამ უფლებამოსილებას გამოიყენებს, მაგრამ მან როგორც არაერთხელ გაუსვა ხაზი ამისთვის არ არის საჭირო კონკრეტული ზეწოლა ან მუქარა,"-აცხადებს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13 - წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე