რეზონანსი
(04.06.2023)

2 ივნისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ დაკავებულ ერთ-ერთი პირი, ლევან ნიშნიანიძე დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით ის უკან, იზოლატორში შეაბრუნეს. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ნიშნიანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გადმოეყვანათ, თუმცა ეს პროცესიც მათთვის გაურკვეველი მიზეზით შეფერხდა.
2 ივნისს დაკავებულები ამ დრომდე იზოლატორებში იმყოფებიან და სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



