
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ცხოვრებაზე სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ურთიერთობაზე პირველად ისაუბრა. სააკაშვილის თქმით ქალი ვინც მას უყვარს, ეს არის სოფო ნიჟარაძე.
აღნიშნული განცხადების შემდეგ საზოგადოების ნაწილის რეაქციას, ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როგორ მეზარება ამ თემაზე სტატუსის წერა, მაგრამ ძალიან ამოვიდა ყელში. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს ბოქლომებით დაცული.
ვინმე შემომეჭრება, ეტირება დედა.
არ ვრეაგირებ არანაირ ჭორზე, ტალახზე, არ განვიხილავ საჯაროდ. გინახავთ ოდესმე აქ ჩემი პირადი გრძნობების გამოფენა? ან შვილის ხსენებაც კი? არა, იმიტომ რომ ასე მესმის მე ჩემი პირადი ცხოვრების დაცვა.
პრეზიდენტი კაცი, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომელი ქალი უყვარს ყველაზე ძალიან.
მერე დარბიან სექტანტები და პირად ცხოვრებაში ნუ ერევითო, ნუ განიხილავთო.
აბა თუ მიხვდებით, რომ ეს პირადი ცხოვრება კი არა, ოფიციალური განცხადებაა.
შეგვეშვით კაცო, დაგვანებეთ თავი.
გაერკვიეთ თქვენ თვითონ.
ოღონდ რაღაცებზე თუ არ შევთანხმდით და თავისი სახელი არ დავარქვით, ასე აბსურდულ კომედიაში ვიქნებით სულ" - წერს ჯანგირაშვილი.
"დაიჯესტი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


