რეზონანსი
(02.08.2023)

,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: 

„გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 31 წლის ივერი ბეჟანიძე... სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა... მიწისთვის მენანები.. სულ ემახსოვრებათ ისეთი როგორიც იყო ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდა ღიმილებს.

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი  და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

ასე იცხოვრე 31 წელი...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე