რეზონანსი
(02.08.2023)

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ირინე დვალიშვილი  გარდაიცვალა.  როგორც ახლობლები წერენ, გარდაცვალება ანევრიზმამ გამოიწვია.

“ორი დღეა თავზარდაცემულები ვართ შენი მეგობრები ჩვენო ღიმილა გოგო…ორი დღეა თავს ვერ ვუყრით სათქმელს…

ვაი რომ ვერ გადაგარჩინეთ და ვაი რომ ვეღარ ჩაგიხუტებთ ჩემო ტკბილო და ღიმილა გოგო…ვერც კი წარმომიდგენია ჩვენი საერთო სამეგობრო შენს გარეშე…შენ ხომ ასე ალამაზებდი შენი ღიმილით ჩვენს შეხვედრებს…ნათელი და სანთელი ჩემო ირინა და მსუბუქი იყოს საქართველოს მიწა შენს გულზე….მოგვენატრები ჩემო ტკბილო გოგო…მომავალ შეხვედრამდე ზეციურ საქართველოში”, - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე