რეზონანსი
(21.08.2023)

2022 წლის მონაცემებით, მობილურის ფლობის წილი საქართველოში 88%-ს შეადგენს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით „თიბისი კაპიტალი“ წერს, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალი პროცენტი ევროპაში იყო იმ მოსახლეობის წილი, რომელიც ფლობდა მობილურ ტელეფონს.

მობილური ტელეფონის ფლობის წილი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

ევროპა -  93%

დსთ - 91%

საქართველო - 88%

ამერიკის კონტინენტი – 88%

არაბული სამყარო - 81%

აზია-ოკეანეთი - 67%

აფრიკა - 61%

მსოფლიო - 73%

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე