რეზონანსი
(30.08.2023)

თბილისში უამინდობამ პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელდა სამშენებლო კომპლექსი „არქის“ ახალ კორპუსში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს რომ წყალმა კორპუსი ერთიანად ჩარეცხა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოხდა სახლების დაზიანება და ქუჩების დატბორვაო, რა დროს ქართული და გრამატიკული მეტყველებაა, მაგრამ სტიქია მძვინვარებს და რას წელავთ სათქმელს - დაზიანდა სახლები და დაიტბორა ქუჩები, მორჩა, წესი წესია და ისა კიდე, ვენაცვალე კომუნისტების აშენებულ სახლებს, ხელი არ ახლოთ "ხრუშჩოვკებს", ეგ კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს "არქებს" მიხედეთ...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


