რეზონანსი
(30.08.2023)

შოვში მომხდარი სტიქიიდან 28-ე დღეს დამეწყრილ ხეობაში და მის მიმდებარედ, ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც იარსებებს. დღეს დადასტურდა 4 წლის გიორგი ხორბალაძის გარდაცვალება.
„ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო. ცოტა დაისვენე დაღლილი იქნები. მერე დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი და ჩეხუტე. მელოდე, მალე მეც მოვალ“, - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


