რეზონანსი
(06.09.2023)

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაშავდა. ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ სანავარდოსთან 72 წლის კაცს სწრაფად მომავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანიდან გასმოსული იყო და მის შეკეთებას ცდილობდა.
თავის არეში მიყენებული ტრავმებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის ახლა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანომობილით გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
"მთავარი არხი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



