რეზონანსი
(08.09.2023)

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია რამდენიმე პირი.

არსებული ცნობით, დაპირისპირებაში 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ უძღოდა წარსულში არსებული კონფლიქტი.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. ტყვია მოხვდა ერთ-ერთ გამვლელსაც. ამავე ცნობით, კონფლიქტში მონაწილე ერთ პირს ბარძაყის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული, მას 5-ჯერ ესროლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე