რეზონანსი
(09.09.2023)

მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 630 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა. მათივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა. 

სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე