რეზონანსი
(19.09.2023)

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების თქმით, დედა-შვილი დოლიძეზე ახალი გადასულები იყვნენ და ბინა დაქირავებული ჰქონდათ.

მათივე თქმით, საზარელი დანაშაული 2 მცირეწლოვანი მოზარდის თანდასწრებით მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი 14 წლისაა.

კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე