რეზონანსი
(19.09.2023)

აზერბაიჯანულმა არმიამ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, "ანტიტერორისტული ღონისძიებების" დაწყების შესახებ განაცხადა.
მთიან ყარაბაღში უკვე ისმის საჰაერო განგაშის სიგნალი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ინტენსიურად იბომბება სომხური ძალების პოზიციები და ქალაქი სტეფანაკერტი.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დღეს ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელში ნაღმის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომელი გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ნაღმი სომეხი სამხედროებმა განათავსეს და მომხდარზე საქმე აღძრეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



