
პოლიტიკური სეზონი დაიწყო, თუმცა, ჯერ-ჯერობით პოლიტიკურ ძალთა ქმედებებში რადიკალური ცვლილებები არჩანს, თუ არ ჩავთლით ცალკეულ პოლიტიკოსთა მხრიდან გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს, რომ 2024 წელი იქნება სწორედ საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი.
"ნაციონალურ მოძარობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიაში მძიმე რელაობაა და პარტიის შიგნით ბევრ საკითხთან მიმართებაში ფუნდამენტური განსხვავებაა. მისი თქმით, თუ დარწმუნდება რომ "ერთად ბრძოლა, ერთი პარტიის ნომრის ქვეშ ბრძოლა შეუძლებელი იქნება, სხვა პალათფორმიდან მოუწევს ბრძოლა".
სხვა ოპოზიცივრი პარტიები მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირებას ცდილობენ, არის საუბრები იმაზეც, რომ თუ პრეზიდენტი პოსტს დატოვებს, სწორედ ის გახდეს მესამე პოლიტიკური ძალის ლიდერი.
"ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან სისუსტე ხშირად მეტ რიკს შეიცავსო. იმასაც ამბობენ, რომ კვლევების მიხედვთი ოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩის რესურის არ აქვთ.
"შემდგომი წელიწადნახევარი კრიტიკული იქნება. გველოდება არჩევნები. დარწმუნებული ვარ ამას გადავაგორებთ. გვექნება განსხვავებული პოლიტიკური სურათი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ"- აცხადებს პარტია "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ანალიტიკოსები კი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში პარტიებს გააქტიურებას ურჩევენ, რათა თავის ქცევით, პროგრამებით პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ხედვით თავი მოაწონონ ამომრჩეველს.
როგორ დალაგდება მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკური სპექტრი და ვინ იქნება მთავარი კონკურენტი "ქართული ოცნების", ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტად მომავალ არჩევნბში რჩება "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრტეგია აღმაშენებლის" ერთობა.
"სასურველია, რომ "ქართულ ოცნებას" უფრო ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს და მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს. ამისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკავშილი ოპოზიციურ პარტიებს. დღეის მოცემულობით მომავალ არჩევნებში "ოცნების" მნიშვნელოვან კონკურენატად კვლავ რჩება "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობა. პრეზიდენტი ვერ იქნება "ოცნების" მთავარი კონკურენტი, რადგან მას არ ჰყავს თავისი მხარდამჭერები და არ ჰყავს დასაყრდენი ძალა"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით კი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" მეტოქე დიდი ალბათობით ისევ "ნაციონალური მოძარობა" იქნება.
"ნაადრევია საუბარი იმაზე თუ ვინ იქნება მთავარი კონკურენტი "ოცნების" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჯერ რეალურად პროცესი არც დაწყებულა, თუცმა, "ქართული ოცნების" საპირწონედ, ამ ეტაპზე რჩება "ნაციონლური მოძრაობა". მიუხედავად იმისა, რომ არვინ იცის, რა ხდება "ნაცმოძრაობაში" რაღაც ზეპარტიულის შექმნას აპირებენ.
რაც შეეხება "ლელოს" და სხვა პარტიებს, "ლელოს" არა მგონია, რომ ჰქონდეს მნიშვნელოვანი წინსვლა. "ლელოს" გარანტირებლად "ქართული ოცნების" მეტოქეობა კი არა 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტია არ აქვს. მელია თუ სხვა პლათფორმიდან აპირებს ბრძოლას, ვნახოთ რას ნაწილს წამოიღებს პარტიიდან.
"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩაერთვება თუ არა ის კონკურენციაში, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. დრო გამოაჩენს, შეიძლება არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისეთი ძალა გამოჩნდეს, რომელიც "ოცნებასთან" კონკურენციაში "ნაცმოძარაობს" ჩაანაცვლეს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბიარძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



