რეზონანსი
(28.09.2023)

სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მედანში, იმ პირის სახლში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი საცხოვრებლის დაყაჩაღების სცენა დადგა, ხანძარი გაჩნდა. ცნობილია, რომ საცხოვრებელი სახლი სრულად დაწვას გადაურჩა, თუმცა რამდენიმე ოთახი დაზიანდა - ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
სახლის მეპატრონე ამ წუთებში იკითხება - სამართალდამცველებთან ის ამბობს, რომ სახლში სადენები გაუმართავი იყო, მთელი დღის განმავლობაში კი დენთის სუნი იგრძნობოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მთავარი არხი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



