რეზონანსი
(28.09.2023)

"სამხრეთის კარიბჭეს" ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა ორი ადამიანი. ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



