რეზონანსი
(28.09.2023)

მთიანი ყარაბაღი 74 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ მომენტისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა", - განაცხადა ბაგდასარიანმა.
ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 ათასი სომეხი ცხოვრობდა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის მახლობლად, დასახლებულ პუნქტს კორნიდზორში ჰუმანიტარული ცენტრია შექმნილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



