რეზონანსი
(30.09.2023)

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა. მათ შორის, 27 მიგრანტი იმყოფებოდა ბორანზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და მაშველების დახმარების გარეშე ზღვაში დაღუპვა ემუქრებოდათ.
Reuters-ის ინფორმაციით, მიგრანტები ნავების მეშვეობით იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ.
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოპოვებას ათასობით მიგრანტი ცდილობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



