რეზონანსი
(01.10.2023)

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ გორსა და კასპში მე-15 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები. განსაკუთრებული პრობლემები არ დაგვიფიქსირებია, თუმცა ერეთ-ერთი, რაც მეც შევამჩნიე, ამომრჩეველს ჯერ კიდევ მაინც უჭირს თავად მოთავსება სკანერის აპარატში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს როდესაც მას კომისიის წევრი ეხმარება, არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობა, რაცა არის უმთავრესი", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

გორსა და კასპში მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გახსნილია 97 საარჩევნო უბანი. ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესი 75 უბანზე მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე