რეზონანსი
(02.10.2023)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როცა ის ველოსიპედით, ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობდა. დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანამ, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინკაში გადაიყვანა. ექიმები ვარაუდობენ, რომ მოზარდს ერთ- ერთი კიდურის მოტეხილობა აქვს. ამ დროისთვის მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე