რეზონანსი
(04.10.2023)

 იტალიაში, ვენეციის გარეუბანში, ავტობუსი ესტაკადიდან, 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სარკინიგზო ლიანდაგს დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. არიან დაშავებულებიც. 

უცხოური მედიის ცნობით, შემთხვევას 15 ადამიანი გადაურჩა. 

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ კი Twitter-ზე დაწერა, რომ შემთხვევა "აპოკალიპსური" იყო. დაღუპულთა გამო მან გლოვა გმოაცხადა. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე