რეზონანსი
(05.10.2023)

სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული, რადგან მათი მტკიცება აბსურდამდე მივიდა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა,

მისი თქმით, პარლამენტის წარმომადგენლების მტკიცებას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

„სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული იმიტომ, რომ აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს. მათი მტკიცებით, პრეზიდენტს როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს, ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს არის აბსურდი. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მტკიცებულებები აბსოლუტურად არ არის საქმეში. საერთოდ არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არც მტკიცებულებებით არის გამყარებული მათი პოზიცია",- აღნიშნა ჩუგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე