რეზონანსი
(05.10.2023)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ზუგდიდი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შეჯახების სავარაუდო მიზეზი კი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე