რეზონანსი
(05.10.2023)

ცოტა ხნის წინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა" და „ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე