რეზონანსი
(06.10.2023)

რუსთავში ახალგაზრდა ხიდიდან გადახტა. 30 წლამდე მამაკაცი ცენტრალური ხიდის მოაჯირს მიღმა გადავიდა და პირდაპირ მტკვარში ჩახტა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მაშველებმა ახალგაზრდა გადაარჩინეს, მათ მდინარეში შესვლა მოახერხეს და ახალგაზრდა წყლიდან ამოიყვანეს. კაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე