
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი თბილისს მთავრობასთან ერთად ეწვევა და რასაკვირველია განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებაც, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით - ამის შსახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრემიერმა 5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა.
„მომავალ კვირას თბილისში ჩამოვალ. თბილისში საერთო სამთავრობო სხდომა გვექნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
„სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ გახდები რაც შეიძლება მალე, რადგან დიდი საქმე გააკეთე და ჩვენ ძალიან გვჭირდები. მე თქვენი დიდი მხარდმჭერი ვარ", - აღნიშნა ორბანმა.
კითხვაზე, რა იყო იმის მიზეზი, რომ საქართველოს შარშან კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, ორბანმა უპასუხა: „ეგოისტობა, ლიდერები ეგოისტები არიან. მათ არ სურთ თქვენი მიღება და ფინანსურად საჭირო წყაროების მიღება. ისინი ამას გაფართოების მიმართ დაღლილობას უწოდებენ, რაც თქვენი ქვეყნის მიმართ სრულიად უსამართლოა."
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვეუბნება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს და ორბანის ვიზიტი ამ კუთხითაც მნიშნელოვანია.
„უნგრეთი საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერია ევროინტეგრაციის კუთხით. ამასთან, ევროპულ ოჯახში კიდევ არაერთი ქვეყანა გვიჭერს მხარს. პრემიერი ორბანი თბილისს მთავრობასთან ერთად ეწვევა და რასაკვირველია განიხილება ევროკავშირში გაწევრიანებაც, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.
„ორბანის ვიზიტი იმ კუთხითაც მნიშვნელოვანია, როცა საქართველო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენით დაუკავშირდება, როგორც რუმინეთს, ისე უნგრეთს. ეს საქართველოსთვის საუკუნის პროექტია, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავის დროზე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" გაყვანა იყო.
„უნგრეთის ხელისუფლებას, ისევე როგორც პოლონეთისას და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებს ბრიუსელთან პრობლემები აქვთ, რადგან ისინი პრიორიტეტად საკუთარი ქვეყნის ინტერესებს მიიჩნევენ, რასაც ევროკრატები ეწინააღმდეგებიან. ბრიუსელმა იცის, რომ თავის დროზე ბრიტანეთთან დაპირისპირების გამო „ბრექსიტი" მოხდა და იგი ევროკავშირიდან გავიდა.
„თუ არ სურს პრაგმატულად მოაზროვნე ბრიუსელს, რომ ეს საკითხი მაგალითად უნგრეთმა და პოლონეთმა რეფერენდუმზე დააყენონ, მაშინ ამ ქვეყნების კანონიერად არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლონ. ეს საკმაოდ გლობალური მნიშვნელობის საკითხია, რაც მომავალი წლის ივნისში აისახება, როცა ევროპარლამენტში დაგეგმილი არჩევნები იქნება.
„თავად ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ტენდენციები ვითარდება. რამდნეიმე საათის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკომისიის ხელმძღვანელს კვლავ საჯაროდ დაუპირისპირდა, ეს საკითხი მიგრანტების თემას ეხებოდა.
„თავად ევროკავშირის სტრუქტურებშიც შიდა ინსტიტუციური დაპირისპირებაა და ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე შეურყევლად მიდის, ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის უპირატესია, ვიდრე ცალკეული ბიუროკრატების გამონათქვამები და პოზიციები.
„ამის ფონზე, მისასალმებელია ჩვენი ქვეყნის მეგობრის ვიქტორ ორბანის საქართვეოში ჩამოსვლა მისასალმბელია, მიუხედვად მემარცხენეების კრიტიკისა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო და უნგრეთი მჭიდრო მოკავშირეები არიან და ამას ხელს ვერ შეუშლის. ამის გარდა საქართველოს ევროპაში არაერთი მეგობარი ჰყავს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



